ჩარკვიანი ირაკლი (კითხულობს გელა ჩარკვიანი)

ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა 1961 წლის 19 ნოემბერს. ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში უფრო მეტად ცნობილი იყო ფსევდონიმით მეფე. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ირაკლის პირველი სოლოსიმღერა "War is Over". მისი პირველი სოლოდისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლოდებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად. ირაკლი ჩარკვიანი 2006 წლის 24 თებერვალს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მოგვიანებით, 2007 წელს სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება. მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი "ძირს მეფე".
შემოქმდება
გავდე სხვას

ჩარკვიანი ირაკლი (კითხულობს გელა ჩარკვიანი)
ნანახია: 7599 - ჯერ

HAMLET

ჩარკვიანი ირაკლი (კითხულობს გელა ჩარკვიანი)
ნანახია: 7554 - ჯერ

ავტოპორტრეტი

ჩარკვიანი ირაკლი (კითხულობს გელა ჩარკვიანი)
ნანახია: 7582 - ჯერ